top of page

მომხმარებლისა და მყიდველის პერსონა

ყველა კომპანიამ, სანამ პროდუქტის/სერვისის გაყიდვას დაიწყებს, უნდა გაანალიზოს თუ ვინ იქნებიან მისი მომავალი მომხმარებლები. ამ პროცესის გასამარტივებლად მარკეტერები ხშირად ქმნიან პერსონებს. ეს სტრატეგია გულისხმობს, რომ ერთნაირი დემოგრაფიული მახასიათებლების, ინტერესების, თვისებების ან ქცევების მქონე მომხმარებლებს ვაერთიანებთ ერთ სამაგალითო პერსონაში. ძირითად შემთხვევაში ბრენდებს რამდენიმე პერსონა ჰყავს და მათი რიცხვი ვარირებს ბიზნესის სფეროდან გამომდინარე.





თითოეულ პერსონას შეგვიძლია დავარქვათ სახელი და შევურჩიოთ ფოტოც, იმის მიხედვით თუ როგორი წარმოგვიდგენია იგი. შემდეგ გადავიდეთ დეტალებზე, მაგალითად, რა არის მისი ასაკი, სქესი, საქმიანობის სფერო და შემოსავალი. წარმოვიდგინოთ როგორი ცხოვრების სტილი და ხასიათი აქვს ამ ადამიანს. ასევე როგორი ქცევები ახასიათებს, მაგალითად, არის თუ არა ბრენდის მიმართ ლოალური. ბოლოს კი, შეგვიძლია ჩვენს ბიზნესთან მიმართებაში განვიხილოთ, თუ რატომ ენდომებოდა ამ პერსონას ჩვენი პროდუქტის შეძენა.



მაგალითად, განვიხილოთ ენების შემსაწავლელი პლაფტორმის ერთ-ერთი პერსონა.

დეტალები პერსონას შესახებ:


მარიამი, 17 წლის, მდედრობითი, მოსწავლე.


ცხოვრობს გორში და არის საჯარო სკოლის

მოსწავლე, ჰყავს დიდი ოჯახი, თავად არ მუშაობს, ხოლო

ოჯახის შემოსავალი საშუალოზე დაბალია.


ჰობი და ინტერესები: ლიტერატურა- წერა, კითხვა და სეირნობა.

ძალიან შრომისმოყვარე და ჭკვიანია, გასართობად იშვიათად

დადის და უმეტესად მეცადინეობს.


ოცნებობს სტიპენდიით ლონდონის სასწავლებელში ჩააბაროს და

საცხოვრებლებლადაც ინგლისში უნდა გადავიდეს.


რა პრობლემას უგვარებს პლატფორმა და რატომ იყენებს მას:


ერკას სურს ისწავლოს საზოგადოებრივ ურთიერთოებებზე და დაეფლოს სხვადასხვა ენას. ბრენდის ლოიალურია, რადგან

აქვს რამდენიმე ენის გაცნობის და სწავლის შესაძლებლობა, კომფორტულად და სახალისოდ, რასაც მისი საჯარო სკოლისგან ვერ იღებს. უნივერსიტეტის სამოტივაციო წერილისთვის შესანიშნავი იქნება რამდენი ენის თუნდაც საბაზისო დონეზე ცოდნა. რამდენიმე მასწავლებელთან მომზადება კი საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ მარიამი ირჩევს აპლიკაციას, რადგან მისი საშუალებით რამდენიმე ენის სწავლა შეუძლია თვეში მხოლოდ 7 დოლარით.


ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აქ ჩნდება მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეიძლება მარკეტერებს გამორჩეთ. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ განსხვავება მომხმარებლსა და მყიდველს შორის და შესაბამისად არ უნდა აგვერიოს მომხმარებლისა და მყიდველის პერსონებიც. დავიმახსოვროთ, რომ მომხმარებელი არის ის, ვინც მოიხმარს პროდუქტს, ხოლო მყიდველი არის ის ვინც იღებს გადაწყვეტილებას პროდუქტის ყიდვაზე. არის შემთხვევები, (განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ სხვა ბიზნესზე ყიდით პროდუქტს/მომხსახურებას) როდესაც მომხმარებელი არ არის მყიდველი.

მაგალითად, საბავშვო წიგნების მაღაზიის მომხმარებლები არიან ბავშვები, რადგან ისინი კითხულობენ წიგნებს და იყენებენ მაღაზიის პროდუქციას, მაგრამ წიგნებს უმეტეს შემთხვევაში ყიდულობენ მშობლები და არა მომხმარებლები-ბავშვები. თუმცა, თუ პროდუქტის გაყიდვა გვინდა უნდა გავითვალისწინოთ როგორც მომხმარებელი, ასევე მყიდველი. ისევ საბავშვო წიგნების მაღაზიის მაგალითზე, წიგნები უნდა იყოს დიდი ილუსტრაციებით, ფერადი, რომ ბავშვის ყურადღება მიიპყროს და სთხოვოს მშობელს მისი ყიდვა. მეორე მხრივ, წიგნების შინაარსი იყოს ღირებული, რომ მშობელს გადახედვისას მოუნდეს მისი შეძენა. როგორც ხედავთ, ერთ პროდუქტს სჭირდება ორი განსხვავებული სტრატეგია, რომ ორივე პერსონას მოერგოს.


თუ თქვენი პროდუქტის/სერვისის შემთხვევაშიც მომხმარებელი და მყიდველი განსხვავდება, პერსონებიც ცალ-ცალკე უნდა შექმნათ, რომ ორივე მათგანის საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლოთ. ამის შემდეგ მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაც უფრო მარტივი და დეტალური იქნება, თუ როდის, რომელ პერსონასთან გვსურს შეთავაზების გაკეთება და კომუნიკაციის დაწყება.




პერსონის შექმნის ბევრი მზა ვარიანტი არსებობს, თუ რა თვისებები და მახასიათებლები უნდა შეიტანოთ პერსონას აღწერისას, თუმცა სასურველია ყველა ბიზნესს მასზე მორგებული შაბლონი ჰქონდეს, რომელიც თქვენ Withus-ის გუნდთან ერთად შეგიძლიათ შექმნათ.



bottom of page