top of page

რა არის დიზაინერული აზროვნება და რაში გვეხმარება ის

“Design Thinking “, იგივე დიზაინერული აზროვნება, ან აზროვნების დიზაინი, არის მომხმარებელზე დაფუძნებული მეთოდოლოგია, რომელიც გულისმხობს კრეატიული, სპონტანური და ინოვაციური პრობლემის გადაჭრის გზების აღმოჩენას.

რა უნდა იცოდეთ დიზაინერულ აზროვნებაზე, სანამ მის გამოყენებას დაიწყებთ ორგანიზაციაში:


1. ორიენტირებულია მომხმარებელზე და პირველ პლანზე აყენებს მათ საჭირობებს, ვინაიდან სწორედ მომხმარებლები იყენებენ პროდუქტსა თუ სერვისს და პრობლემის გადაჭრის გზაც მათთვის უნდა იყოს ოპტიმალური.

2. დიზაინერული აზროვნება გვეხმარება ისეთ დიდ პრობლემებთან გამკლავებაში, რასაც ყოველდღიურად სამუშაო პროცესში არ ვხვდებით და არ გვაქვს გამოცდილი გადაჭრის გზები.

3. პროცესში ბევრი ექსპერიმენტის ჩატარება და კვლევა მოგიწევთ, სანამ არ დარწმუნებით რომ საუკეთესო გამოსავალი იპოვეთ.





ახლა კი, გავიაროთ დიზაინერული აზროვნების 6 ეტაპი:

1. გააზრება

პირველ ეტაპზე უნდა გაიცნოთ თქვენი აუდიტორია, გაიგოთ მომხმარებლების საჭიროებები, სურვილები, რა უქმნით დისკომფორტს და რა პრობლემები აქვთ. ამაში დაგეხმარებათ რაოდენობრივი ან თვისობრივი კვლევები, ინტერვიუები და უკუკავშირის შეგროვება. ეფექტურია მომხმარებლების გარკვეულ რაოდენობაზე დაკვირვება, თუ როგორ გადიან პროდუქტის/სერვისის მოხმარების მთელ პროცესს.


2. განსაზღვრა

განსაზღვრის ეტაპზე ხდება პირველი ეტაპიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი. უნდა იმსჯელოთ აღმოჩენილი პრობლემის გამომწვევ მთავარ მიზეზებზე და განიხილოთ ისინი დეტალურად.


3. იდეების გენერირება

ამ ეტაპზე უკვე დგება ბრეინშტორმინგის დრო, არცერთმა გუნდის წევრმა არ უნდა შეიკავოს თავი იდეების გაზიარებისგან, რამდენად გიჟურადაც უნდა ჟღერდეს ისინი. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია იდეების რაოდენობა და არა ხარისხი, ამიტომ აუცილებელია თავისუფალი აზროვნება და გახსნილობა კრეატიული გზების ძიებისთვის. მას შემდეგ რაც ყველა იდეა ჩაიწერება, უნდა განიხილოთ თითოეული მათგანი და ანალიზის შემდეგ აირჩეს საუკეთესო იდეა.


4. პროტოტიპირება

პროტოტიპი არის მუშა, დაუხვეწავი ვერსია იდეიისა, რომელიც კარგად გამოხატავს მის არსს, ფუნქციებს, თუმცა არ აქვს საბოლოო სახე, რომელიც უნდა მივიდეს მომხმარებლამდე. პროტიტიპირება საშუალებას გვაძლევს გავტესტოთ ჩვენი იდეა და მივიღოთ უკუკავშირი პოტენციური მომხმარებლისგან.


5. ტესტირება

ტესტირების საფუძველზე ხდება ცვლილელების შეტანა და პროტოტიპის გავაუმჯობესებთ პროტოტიპის გაუმჯობესება, რომ მივიდეთ იდეეის საბოლოო ხორცშესხმულ სახემდე.

მომხმარებლის მიერ პროდუქტის გატესტვის შემდეგ ისეთ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, როგორიცაა რამდენად მიიჩნევს მომხმარებელი, რომ პროდუქტი პრობლემას ჭრის, რამდენად მარტივად გაერკვნენ მოხმარებისას და საბოლოო ჯამში რამდენად კმაყოფილები არიან მიღებული გამოცდილებით. ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ კი მიხვებით სავარაუდო შედეგს, რაც პროდუქტის ჩაშვებას მოჰყვება.


6. იმპლემენტაცია

ეს ბოლო ეტაპია, როდესაც ხდება ტესტირების შედეგებისა და უკუკავშირის გათვალისწინება, ხდება საბოლოო ფუნქციონალის, ვიზუალის ჩამოყალიბება და ბაზარზე გატანა.



დიზაინერული აზროვნება ნებისმიერი ინდუსტრიის ორგანიზაციამ და გუნდმა შეიძლება გამოიყენოს. მაგალითისთვის განვიხილოთ როგორ იყენებენ მას UX/UI დიზაინერები და ტესტერები ეფექტურად სამუშაო პროცესში.


გააზრების ეტაპზე UX/UI დიზაინერები საშუალოდ 5 მომხმარებელს ატესტინებენ ვებ-გვერდს. კერძოდ, წინასწარ აძლევენ მითითებებს თუ როდის რა პროცესი უნდა შეასრულოს მომხმარებელმა, მაგალითად, ჯერ გაიაროს რეგისტრაცია, შემდეგ მოძებნოს პროდუქტი, დაამატოს კალათაში, თუ ა.შ. და აკვირდებიან ამ პროცესში მომხმარებლის ყოველ მოძრაობას, სხეულის ენას, კომენტარს და აკეთებენ ჩანაწერებს, სად შეექმნა მომხმარებელს პრობლემა. მეორე ეტაპზე ხდება ამ შეგროვებული ინფორმაციის ანალიზი, რა იწვევს მომხმარებლის შეფერხებას, რას და რატომ ვერ იგებს ვებ-გვერდზე და რატომ ფერხდება კონკრეტული ნაბიჯისას. მესამე ეტაპზე იწყება იდეების გენერირება, მაგალითად, როგორ გამარტივდეს პრობლემატური ფუნქციონალი, როგორი დიზაინი აჯობებს და ა.შ. როდესაც აირჩევა საუკეთესო, თუნდაც დიზაინი, შემდეგ გადადიან ფაქტობრივად ჩანახატის შექმნაზე. ეს ჩანახატი კვლავ იტესტება იგივე მომხმარებლებზე, სწორდება პატარა ხარვეზები და ბოლო, იმპლემენტაციის დონეზე იქმნება საბოლოო დიზაინი.



ერთი შეხედვით, დიზაინერული აზროვნება რთული და გრძელი პროცესია, მაგრამ Withus-ის გუნდის გამოცდილებით, მომხმარებლების პრობლემის გადაჭრაზე მუშაობისას, იგი პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა, რომელიც არათუ ართულებს, არამედ ამარტივებს კომპლექსური პრობლემების სწორი გადაჭრის გზის ძიებას.

bottom of page