საზოგადოებაში სოციალური მედიის მნიშნელობის ზრდამ დიდი გავლენა იქონია ტრადიციული მარკეტინგის შედეგიანობაზე და წამოიწია ციფრული მარკეტინგის და მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის, სოციალური მედია მარკეტინგის უპირატესობებმა ბიზნესის განვითარებაში. დღეს, თუ ბიზნესი სოციალურ სივრცეში არ იძებნება, ამით ბევრ პოტენციურ მომხმარებელს კარგავს.

და მაინც, რატომ სოციალური მედია მარკეტინგი?
1. მომხმარებლების 55% ბრენდების შესახებ ინფორმაციას სოციალური მედიის საშუალებით იგებს.
2. მომხმარებლების 68% თანხმდება, რომ სოციალური მედიის საშუალებით ბრენდებთან და კომპანიებთან კონტაქტი ბევრად მარტივია.
3. მომხმარებლების 78% მზად არის შეიძინოს პროდუქტი კომპანიისგან, როდესაც მასთან სოციალურ მედიაში კარგი გამოცდილება ჰქონდა.

4. ტრადიციულ მარკეტინგთან შედარებით ბევრად ხელმისაწვდომი, გაზომვადი და მრავალფეროვანია.
5. შეგიძლიათ გაზარდოთ ბრენდის ცნობადობის ხარისხი, გაზარდოთ ჩართულობა, ონლაინ ტრეფიკი და ბოლოს, რა თქმა უნდა, გაყიდვების რაოდენობა.

და რა უნდა გავაკეთოთ ბიზნესის სოციალურ მედიაში ჩართვისთვის?
პირველ რიგში უნდა შევქნათ თქვენს კომპანიაზე მორგებულ სტრატეგია, უნდა გაკეთდეს კონკურენტების ანალიზი, შეირჩეს სამიზნე აუდიტორია, შესაბამისი სოციალური მედიის არხი და ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ სმარტ მიზნების დასახვა.
სანამ სოციალურ ქსელში აქტიურობას დავიწყებთ, ყოველთვის აჯობებს წინასწარ გვქონდეს მომზადებული გეგმა, თუ როდის რის დაპოსტვას ვაპირებთ, კვირაში ერთი პოსტი გვსურს? ორი? სამი? ამის ჩამოსაყალიბებლად ოპტიმალურია თვიური კონტენტ კალენდრის შექმნა, რომელსაც მთელი თვის განმავლობაში მიყვებით. შესაძლოა კომპანიის სიახლეებიდან და გეგმებიდან გამომდინარე, კალენდარი თვეში რამდენჯერმე დარედაქტირდეს, თუმცა იგი მაინც იქნება საყრდენი აქტივობების განსახორციელებლად.
გეგმის შესაბამისად იწყება კრეატივის მომზადება, რომელიც მოიცავს პოსტებისთვის ბანერებს (ვიზუალური ნაწილი) და ქოფის (ტექსტური ნაწილი).
პოსტები შესაძლოა განსაზღვრული იყოს როგორც კონტენტ მარკეტინგისთვის, ასევე გაყიდვებისთვის. როდესაც ამ მიზნებს გავწერთ,ასევე გავწერთ თუ რამდენის დახარჯვა გვსურს რეკლამირებაზე, ამის შემდეგ ვქმნით რეკლამებს Facebook Ads-ის საშუალებით, ვიწყებთ ტესტირებით და ვტესტავთ ვიზუალს, მესიჯს, აღწერას, call to action. ტესტირების შემდეგ ხშირად საჭირო ხდება კამპანიის მიზნის ცვლილება, აუდიტორიის ცვლილება ან კრეატივის ნაწილის ცვლილება, რომ ჩვენთვის ეფექტურ რეკლამას მივაკვლიოთ. რეკლამების მუშაობის დროს აუცილებელია თვალი ვადევნოთ ანალიტიკას და ვაწარმოოთ რეპორტები, ყველაზე ოპტიმალურია ორკვირიანი ან ერთთვიანი რეპორტის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთმანეთს შევადაროთ განხორციელებული რეკლამების შედეგები ჩვენთვის მნიშნელოვანი მეტრიკების შესაბამისად და რაც მთავარია დავთვალოთ ROI -შემოსავალი ჩვენი რეკლამების ინვესტირებიდან (დახარჯული თანხიდან) და შევაფასოთ ჩვენი ბიზნესის განვითარება სოციალურ მედიაში ჩართვის შემდეგ.
