ბრენდინგი მარტივად რომ ვთქვათ, ქმნის ბრენდის იდენტობას, რაც გამოარჩევს მას სხვა ბრენდებისგან. იგი მოიცავს როგორც კომპანიის ვიზუალურ მხარეს, ბრენდ ვოისს, ასევე მომხმარებელთან საკომუნიკაციო ენის ჩამოყალიბებას, მომხმარებლებისადმი დაპირებას, რომლებიც დაკავშირებულია ბრენდის არქეტიპზე-ფაქტობრივად მის პერსონაჟზე. ის, რომ კოკა-კოლის გაგებაზე წითელი ფერი გვახსენდება, ნაიკზე მისი ლოგო, სწორედ ბრენდინგის დამსახურებაა.

ვიზუალური ბრენდინგი ვიზუალურად გამოხატავს კომპანიის ღირებულებებსა და მის პერსონაჟს. მისი მიზანია ბრენდსა და მომხმარებელს შორის ემოციური კავშირის დამყარება ფერების, შრიფტის, სტილის საშუალებით, რომლებიც გამოიყენება კომპანიის ლოგოს დიზაინში, შეფუთვაში, ბანერებში, სავიზიტო ბარათებში, ვებ-გვერდზე, სოციალურ ქსელებში და ყველგან, სადაც თქვენი კომპანია გამოჩნდება.
ლოგო ვიზუალური ბრენდინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ლოგოს შექმნაზე მუშაობა იწყება ბრენდ სტრატეგიის, კომპანიის ღირებულებებისა და მიზნების გაცნობით. ლოგო უნდა შეიქმნას თქვენი ხედვის გათვალისწინებით, რა შთაბეჭდილებას გსურთ კომპანია და შესაბამისად ლოგოც, მომხმარებელზე ტოვებდეს. მას შემდეგ რაც თქვენ ჩამოაყალიბებთ ბრიფს,ორივე შემთხვევაში, გსურთ ახალი ლოგოს შექმნა, თუ არსებულის რედაიზინი, უნდა დაიწყოს ინდუსტრიის მოკვლევა და შემდეგ უშუალოდ ლოგოზე მუშაობა. ლოგოსთან ერთად უნდა შეიქმნას ბრენდბუქი და ლოგობუქი, რომელშიც მოცემული იქნება ლოგოს ზოგადი კონცენფცია, ფერები, შრიფტები, პატერნები და ზომები, ასევე ბრენდბუქში შეიძლება გათვალისწინებული იყოს ბრენდინგის სხვა კონცეფციები, მაგალითად, ბრენ ვოისი (ბრენდის ტონი).

როდესაც ვიზუალურ ბრენდინგს დავასრულებთ, უკვე შესაძლებელი იქნება შეიქმნას თქვენი კომპანიის სარეკლამო ან ფიზიკური მაღაზიისთვის ბანერები, სავიზიტო ბარათები, ბროშურები, პროდუქტის კატალოგი, შესაფუთი პარკები, ჩანთები, ყუთები და ა.შ.
