პროდუქტის მარკეტინგი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც პროდუქტის ბაზარზე შეტანის პროცესი. იგი მოიცავს პოზიციონირების სტრატეგიის ჩამოყალიბებას, თუ როგორ უნდა მიიტანოთ მომხმარებლამდე თქვენი პროდუქტი სწორად და ეფექტურად.

რით განსხვავდებიან პროდუქტის მარკეტინგი და კონტენტ მარკეტინგი
პროდუქტის მარკეტინგი ჰგავს კონტენტ მარკეტინგს და ისინი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა კონტენტ მარკეტინგი ორიენტირებულია სამიზნე აუდიტორიისთვის რელევანტური, საინტერესო და კრეატიული მასალის შექმნაზე, აუდიტორიის ყურადღების მისაქცევად, ხოლო პროდუქტის მარკეტინგის მიზანია პროდუქტის დეტალური აღწერით,მისი საჭიროების დამტკიცებით და ამ ინფორმაციის მომხმარებლამდე სწორი მესიჯით მიტანით გაზარდოს მოთხოვნა პროდუქტზე. აქედან გამომდინარე, კონტენტ მარკეტინგი ნაკლებად არის ორიენტირებული გაყიდვაზე, როდესაც პროდუქტის მარკეტინგის მიზანი სწორედ გაყიდვებია.

თუ პროდუქტის მარკეტინგს მივყავართ გაყიდვებამდე, მაშინ რა საჭიროა კონტენტ მარკეტინგი?
ალბათ პროდუქტის მარკეტინგისა და კონტენტ მარკეტინგის სხვაობის შემდეგ გაგიჩნდებოდათ ეს კითხვა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეში ადამიანი ათეულამდე რეკლამას ნახულობს, ნახულობს ათეულობით პოსტებს, ამა თუ იმ პროდუქტის აღწერებით, რაც საბოლოოდ ხდება უინტერესო და ჩვენი პროდუქტის აღწერები რჩება შეუმჩნეველი. სწორედ აქ ჩნდება კონტენტ მარკეტინგის დიდი საჭირობა, რომ ღირებული, საინტერესო, სასიამოვნო მასალის შეთავაზებით მივიპყროთ აუდიტორიის ყურადღება და შემდეგ ვაჩვენოთ ჩვენს პროდუქტზე ინფორმაცია, თუ ამას თავადაც არ გააკეთებს კონტენტის მოწონების შემთხვევაში. Eccolo Media-ს კვლევით, მომხმარებლების ნახევარი ჯერ კომპანიის კონტენტს ნახულობს, სანამ ყიდვაზე გადაწვეტილებას მიიღებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, პროდუქტისა და კონტენტ მარკეტინგის ერთიანობით მივიდეთ სასურველ შედეგებამდე.

იმისთვის, რომ ონლაინ სივრცეში პროდუქტი სწორი მესიჯითა და კონტენტით განათავსოთ, უნდა მომზადდეს პროდუქტის ფოტო/ვიდეო მასალა, მომზადდეს პროდუქტების აღწერები (ზოგადი აღწერა, მონაცემები, ფუნქციები, გამოყენების წესები), რომლებიც განთავსდება ვებ-გვერდსა და Facebook Shop-ში, ბოლო კი ჩამოყალიბდეს პროდუქტისთვის შესაბამისი მესიჯი. ამის შემდეგ კი, საძირკველი გამზადებული იქნება სოციალური მედია მარკეტინგსა და კონტენტ მარკეტინგზე მუშაობის დასაწყებად.
